ქსელი
OceanNet არის დამოუკიდებელი NVOCC ოპერატორი, რომელიც მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზრები არ წარმოადგენენ ჩვენთვის საიდუმლოს. როგორც აღვნიშნეთ, OceanNet მუშაობს კვალიფიციურ და გამოცდილ პარტნიორებთან ერთად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გლობალური ქსელი და შეგვიძლია შევასრულოთ დამკვეთის ყველა მოთხოვნა.
უმეტესად ჩვენი გადაზიდვები ხდება როტერდამიდან, ანტვერპენიდან, ბრემერჰავენიდან, ჰამბურგიდან და ზეებურგიდან.
გარდა ამისა, OceanNet-მა მოახერხა მისი ბაზის განვითარება კავკასიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში. ლოგისტიკის ინდუსტრიაში ჩვენ მოვიაზრებით, როგორც სპეციალისტი მსოფლიოს ამ ნაწილში, ამ უნიკალური ბაზრისთვის. OceanNet არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე მსოფლიო დონის გადამზიდებს შორის, რომელსაც შეუძლია თავისუფლად უზრუნველყოს ტრანსპორტირება მთელ კავკასიაში.
ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ როტერდამში ჩვენი სათაო ოფისის გარდა ჩვენ ასევე გვაქვს რამდენიმე ფილიალი, მათ შორის აშშ-ში, აზიასა და კავკასიაში. ტრანსპორტირება აღნიშნულ რეგიონებში და ადგილობრივად, რეგიონების შიგნით, მუდმივად იზრდება. ამ რეგიონებში ჩვენი ცოდნის და გამოცდილების წყალობით OceanNet-ს შეუძლია უზრუნველყოს საუკეთესო მომსახურება რეგიონებში, ე.წ. STAN ქვეყნებში.
ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მართალი ვართ, როდესაც ვაცხადებთ, რომ OceanNet არის გლობალური გადამზიდი, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურებას დამატებითი უპირატესობებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის გადაზიდვა +.