ტრანსპორტირება

OceanNet უზრუნველყოფს გლობალურ სატრანსპორტო მომსახურებას. სარკინიგზო, საავტომობილო, საჰაერო ან/და საზღვაო სერვისებს.

ჩვენი სპეციალიზირებული და გამოცდილი პარტნიორების მსოფლიო ქსელი არის გარანტი იმისა, რომ OceanNet-ს შეუძლია დააკმაყოფილოს მომხმარებლის ნებისმიერი მოთხოვნა და ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ პროფესიონალური და საიმედო ტრანსპორტირება ჩვენი მომხმარებლისთვის, დანიშნულების ადგილის მიუხედავად.

 

ჩვენი გამოცდილება სატვირთო მანქანებით ტრანსპორტირების სფეროში, როგორიცაა მანქანები, სატვირთო მანქანები, მისაბმელიანი მანქანები და მოტორიანი პლატფორმიანი ინდუსტრიული მანქანა-დანადგარები, ცნობილია მთელ მსოფლიოში.

 

OceanNet-ს აქვს რეპუტაცია, მხარდაჭერა გაგიწიოთ სპეციალური სატრანსპორტო საშუალების სფეროში, როგორიცაა პლატფორმიანი სატრანსპორტო საშუალება. თუმცა, ჩვენ ასევე ვიღებთ შეკვეთებს პარტიებად დაშლილი მსხვილი პარტიის, ჩვეულებრივი, მძიმე ტვირთის, (მძიმე) ასაწევი და ლიანდაგით გადასატანი ტვირთების გადაზიდვისთვის.

ფაქტიურად, მთლიანი კონტეინერის ტვირთის გადატანა, ანუ FCL გადაზიდვა არის ჩვენი ძირითადი საქმიანობა.

 

ამდენად, OceanNet კარგად გათვითცნობიერებულია ყველა ტიპის საკონტეინერო გადაზიდვებში. თუმცა, OceanNet-ის საქმიანობის არსი არის და იქნება ის, რომ ჩვენ დაგეხმაროთ ყველა თქვენი ლოგისტიკური მოთხოვნების გადაწყვეტაში. აი ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ თქვენთვის. ეს არის ჩვენი მისია.

 

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას:

- საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტირება

- საექსპორტო, საიმპორტო და სატრანზიტო ტვირთის ტრანსპორტირება

- სხვადასხვა ტიპისა და ზომის ტვირთის ტრანსპორტირება (მათ შორის, გაყინული ტვირთის)

- სრული და შერეული ტვირთის ტრანსპორტირება

- დატვირთვის/გადმოტვირთვის და შენახვის მომსახურება

- მომსახურება საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე/პორტებში

- საბაჟო/საბროკერო მომსახურება (მოთხოვნისამებრ)

- სატრანსპორტო დოკუმენტაციის მომზადება

- ადგილზე მიტანა

- ტვირთის მდებარეობის მონიტორინგი

- დიდი ზომის ტვირთის ტრანსპორტირება

 

ჩვენი პრიორიტეტები:

- მაღალკვალიფიციური პერსონალი 20-წლიანი გამოცდილებით

- მაღალკვალიფიციური მომსახურება და კონკურენტუნარიანი ფასები

- კლიენტზე მორგებული სერვისი მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად

- ტვირთის დაცული ტრანსპორტირება და დაზღვევა (მოთხოვნისამებრ)

Facebook feed

This facebook feed is not available because the cookies are disabled. The cookies can easily be activated.
Volg ons op: Follow us on Facebook Follow us on Twitter
OceanNet
Accept
We use cookies to improve the user experience on our website, to keep statistics and to give you access to our social media.
By using this website or by pressing the agreement, you agree to our cookie policy. You can not accept cookies either.